ფრანგი იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტის დაბადებიდან 250 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, რუსეთის ისტორიული მუზეუმი მის 6 ავტოგრაფს გამოფენს.
“2019 წლის 15 აგვისტოს ნაპოლეონ ბონაპარტის დაბადებიდან 250 წელი სრულდება. საიუბელეო თარიღთან დაკავშირებით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური რელიქვიები – ფრანგი იმპერატორის ექვსი ავტოგრაფი”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.