სააუქციონო სახლი Christie’s რუსი კლასიკოსების ნაწარმოებებს გაყიდის

923

სააუქციონო სახლი Christie’s 9 ივლისს, კერძო ევროპული კოლექციიდან რუსული ლიტერატურის კლასიკოსების, 120 იშვიათ გამოცემას გაყიდის. ტოპ–ლოტი ალექსანდრ პუშკინი “ევგენი ონეგინი” იქნება, რომელიც სანქტ–პეტერბურგის სახალხო განათლების დეპარტამენტის ტიპოგრაფიის მიერ, 1825 წელს გამოიცა. მისი საწყისი ფაქი 120–160 ათას ფუნტს შეადგენს.

ასევე გაიყიდება მიხაილ ლერმონტოვის, ნიკოლაი გოგოლის, ფიოდორ დოსტოევსკის და სხვა ავტორების ნაწარმოებები.

მათ შორის, ივან კრილოვის იგავ–არაკები, ალექსანდრ პუშკინის “რუსლანი და ლუდმილა” (1809 წელი). მიხეილ ლერმონტოვის 1840 წელს გამოცემული ლექსების კრებული კი 30-50 ათას ფუნტად ფასდება.