საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ იწყება

1328

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ ამავე თეატრის სპექტაკლით “ჰეკაბე” გაიხსნა.  ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებსიმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრი, ასევე ქუთაისში მოქმედი თეატრები, რუმინეთის და აზერბაიჯანის თეატრალური დასები.  ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრები18 სპექტაკლს წარმოადგენენ, რომელთაც სპეციალური ჟიურიშეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვანომინაციაში გამარჯვებულებსგამოავლენს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო დრამატურგია,  ქალის მთავარი როლი, მამაკაცის მთავარი როლი, ახალგაზრდა ქალის როლი, ახალგაზრდა მამაკაცის როლი, ქალის ეპიზოდური როლი, მამაკაცის ეპიზოდური როლი.

საერთაშორისო ფესტივალი  ,,თეატრალური იმერეთი“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 2ივნისიდან 20 ივნისის ჩავლით ჩატარდება. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.