საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 2ივნისს იწყება

1057

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 2 ივნისს, 17:30 საათზე,  საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“  ამავე თეატრის სპექტაკლით “ჰეკაბე” გაიხსნება.   

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრი, ასევე ქუთაისში მოქმედი თეატრები, რუმინეთის და აზერბაიჯანის თეატრალური დასები. ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრები 18 სპექტაკლს წარადგენენ, რომელთაც სპეციალური ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო დრამატურგია, ქალის მთავარი როლი, კაცის მთავარი როლი, ახალგაზრდა ქალის როლი, ახალგაზრდა კაცის როლი, ქალის ეპიზოდური როლი, კაცის ეპიზოდური როლი.