ჩატარებული კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა ფუნქციას ატარებდნენ იაზილიკაის ხეთურ ტაძარში აღმოჩენილი და 3200 წლის წინ დამზადებული ფიგურები.
როგორც ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, კირქვისგან დაზმადებული 90 ფიგურა უძველესი კალენდარი და კოსმოსის რუკაა. მათზე ასევე სამყაროს რამდენიმე დონეა გამოსახული: მიწისქვეშა სამყარო, დედა მიწა და ცა. რელიეფის მიხედვით უძველესი ერის წარმომადგენლები დღეებს, თვეებსა და წლის დროებს ითვლიდნენ.


