1501-1504 წლებში მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონის მიერ შექმნილი მარმარილოს ქანდაკება ფლორენციაში, სინიორის სასახლის მიმდებარე მოედანზე გამოჩნდა. ყოველწლიურად დავითის (და სხვა ღირსშესანიშნაობების) სანახავად ფლორენციას საშუალოდ 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის ფაქტები ამ სკულპტურის შესახებ.
როგორ მიიღო მიქელანჯელომ დაკვეთა

1501 წლის 6 აგვისტოს 26 წლის მიქელანჯელომ ფლორენციის ბეწვეულის ვაჭრებისგან, ბიბლიური მეფის დავითის ქანდაკების შექმნის დაკვეთა მიიღო. ვაჭრებს ის სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრისთვის სურდათ. თუმცა, ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: XIV საუკუნეში იტალიელმა ფერმწერმა ჯოტომ, ამ ტაძრის მშენებლობისას მისი სახურავი მარმარილოს ქანდაკებებით შეამკო. დავითის გამოძერწვა მრავალჯერ სცადეს, მაგრამ ქანდაკებები პატარა ზომის გამოდიოდა. შემდეგ ქანდაკების შექმნა დონატელოს დაავალეს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა. მარმარილოს უზარმაზარმა ქვამ სანტა მარია დელ ფიორეში მრავალი წელი გაატარა. წვიმისა და ქარის გამო ის ზიანდებოდა, ამიტომ ლეონარდო და ვინჩიმ ქალაქის უხუცესებს მიქელანჯელოს კანდიდატურა შესთავაზა.
სხვა ვერსია

სკულპტურის დამზადებიდან 50 წლის შემდეგ, მწერალმა და მხატვარმა ჯორჯო ვაზარიმ დავითი შექმნის საკუთარი ვერსია წარმოადგინა. ვაზარის თქმით, ქვა გაფუჭებულად ითვლებოდა და მიქელანჯელომ ის ითხოვა, როგორც უსარგებლო რამ. შემდეგ კი ქანდაკებით ყველა გააოცა.
დავითი ბიბლიურ მოტივებზე შეიქმნა

მართალია პირველი შეხედვით შიშველი მამაკაცი არაფრით მოგაგონებთ ბიბლიურ პერსონაჟს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად შეამჩნევთ, რომ მას მარჯვენა ხელში შურდული, ხოლო მარცხენა ხელში კი ქვა უჭირავს. ზუსტად მათი წყალობით დაამარცხა დავითმა გოლიათი.
ქანდაკება ძალიან დიდია

დავითის სიმაღლე 5,17 მეტრია.
მისი ხელები არაპროპორციულია

ქანდაკების ხელები ძალიან დიდია და სხეულის პროპორციას არ შეესაბამება.
დავითი ცაციაა

ამ აზრამდე ხელოვნებათმცოდნეები მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეამჩნიეს, რომ შურდული დავითის მარცხენა მხარზეა განთავსებული, ხოლო ქვა მარჯვენა ხელში.
დავითი ტაძრის სახურავზე აღარ განათავსეს

ქანდაკების ნახვის შემდეგ ქალაქის უხუცესები იმდენად აღფრთოვანდნენ დავითით, რომ ფლორენციის ტაძრის სახურავზე მისი განთავსება გადაიფიქრეს.
აღფრთოვანება

როგორც ჯორჯო ვაზარი წერდა: “ვინც დავითი ნახა, ვეღარ გააკვირვებს არცერთი ქანდაკება მსოფლიოში”.
მიქელანჯელოს რეპუტაცია

დავითის შექმნამდე ხუთი წლით ადრე, მიქელანჯელოს უკვე იცნობდნენ პიეტას წყალობით. თუმცა, ოსტატი სკულპტორის სახელი მან ზუსტად დავითის წყალობით მოიპოვა.
დავითი ძველი საბერძნეთიდანაა

ექსპერტები თვლიან, რომ ფლორენციაში დავითის ნაცვლად ჰერაკლე დგას. ამ აზრს ქანდაკების პოზით ამტკიცებენ.
დავითი თავისუფლების სიმბოლოა

მიუხედავად რელიგიური ხასიათისა, დავითის შექმნის დროს ფლორენციაში რთული დრო იყო – ქალაქიდან მედიჩის ოჯახს დევნიდნენ. ამიტომ დავითი რესპუბლიკური თავისუფლებისა და ტირანებთან ბრძოლის თავისებური სიმბოლო გახდა.
ვანდალიზმის ფაქტები

1991 წლის 14 სექტემბერს მხატვარი პიერო კანატა ქანდაკებასთან ჩაქუჩით ხელში მივიდა და დავითის ფეხის თითის ნაწილის ჩამომტვრევა მოასწრო. სასამართლო ექსპერტიზამ მამაკაცი შეურაცხადად ცნო. ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ტურისტი ხელოვნების აკადემიას დავითის სანახავად სტუმრობს. კვლევების თანახმად, ჯგუფები სიარულისას ქმნიან ვიბრაციებს, რომლებიც მარმარილოს აზიანებს და მასზე ბზარები ჩნდება.
დავითი ყველგან

რადგანაც დავითი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სკულპტურაა, მისი მილიონობით რეპროდუქცია არსებობს. მის გამოსახულებას ატანენ მაისურებს, პირსახოცებს, ხალიჩებს და სხვ. ფლორენციაშიც კი მისი ორი სრული რეპროდუქცია არსებობს.
ცენზურა

1857 წელს ტოსკანის თავადმა მიქელანჯელოს ქანდაკება ინგლისის დედოფალ ვიქტორიას აჩუქა. დედოფალი იმდენად შოკირებული იყო დავითის სიშიშვლით, რომ თაბაშირისგან ლეღვის ფოთოლი დაამზადებინა, რომლითაც ქანდაკებას სასქესო ორგანოს უფარავდნენ.
ვის ეკუთვნის დავითი?

დავითი ფლორენციის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში 1873 წლიდანაა წარმოდგენილი. იტალიის მთავრობა ცდილობს ქანდაკებაზე საკუთრების უფლება დაიბრუნოს და დავითი ეროვნული საგანძურის სიაში შეიტანოს.