“სამეფო კარის თამაშების” მოტივებზე შექმნილი უნიკალური გობელენი

466

საფრანგეთის ქალაქ ბაიოში უნიკალური გამოფენა ტარდება, რომლის მთავარი ექსპონატიც ტელე–სერიალ “სამეფო კარის თამაშების” მოტივებზე შექმნილი გობელენია.

90 მეტრიანი ტილო ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტული ოფისის მიერ იყო შეკვეთილი. მის შესაქმნელად ათობით ოსტატი 1500 საათის განმავლობაში მუშაობდა.