“სამეფო კარის თამაშების” სცენარისტებმა Netflix-თან კონტრაქტი გააფორმეს

943

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” სცენარისტებმა, დევიდ ბენიოფმა და დენიელ უაისმა სტრიმინგ–სერვის Netflix-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. როგორც ცნობილი გახდა, კონტრაქტის ფასი 200 მილიონი დოლარია.

“ჩვენ HBO-სთან 10 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით და მადლიერები ვართ ამ არხის. რამდენიმე თვის განმავლობაში ვესაუბრებოდით Netflix-ის ვიცე–პრეზიდენტებს. ჩვენ ერთნაირი გემოვნება აღმოგვაჩნდა”, – ამბობენ სცენარისტები.