სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის პრეზენტაცია გაიმართება

1460

28 სექტემბერს, 17:00 საათზე, National Geographic საქართველო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გეპატიჟებათ სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის პრეზენტაციაზე.  

2019 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას პირველად წარვუდგენთ რუკის ბეჭდურ და მუდმივად განვითარებად ორენოვან ელექტრონულ ვერსიას. აღნიშნული პროექტი რამდენიმეწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია, რომელიც National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებშიშეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის მუდმივად განვითარებადი, ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე, რუკაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების, ძირითადად საქართველოში, გავრცელებულ სახეობათა 121 ილუსტრაცია და ის სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს აუცილებელ,პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, რომელიც მიმართულების სპეციალისტის მიერ არის მომზადებული. თითოეული სახეობის გვერდს აქვს ჩამოტვირთვა/ამობეჭდვის ფუნქცია, რაც მასალის შეგროვების თვალსაზრისით დაინტერესებული მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისმოხერხებული იქნება.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც.

რუკა დაყოფილია კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაში დარგის სპეციალისტის მიერ შერჩეული იქნა ის სახეობები, რომლებიც პირველ ეტაპზე იქნა დატანილი: 11 თევზი, 17 ფრინველი, 30 მცენარე, 19 მწერი, 17 ძუძუმწოვარი, 15 ქვეწარმავალი, 6 ამფიბია, 2 მოლუსკი და 4 ნამარხი ფლორა და ფაუნა. სწორედ ამ დარგის სპეციალისტებისა და National Geographic Magazine-ის ადგილობრივი და ამერიკელი არტ-რედაქტორების ხელმძღვანელობით იმუშავეს ილუსტრატორებმა, რომ შეექმნათ უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება, როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ლოკაციის მონიშვნა.

ელექტრონული რუკის პარალელურად შეიქმნა რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიაც (ზომით 3მx1.5მ), რომელიც ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენის განუყრელი ნაწილი გახდება და მისულ დამთვალიერებელს თვალნათელ წარმოდგენას შეუქმნის სამხრეთ კავკასიის ბუნების მნიშვნელობისა და მრავალფეროვნების შესახებ, ამასთანვე დამონტაჟებული ე.წ. „თაჩ-სქრინები“ კი საშუალებას მისცემს იქვე მოიძიოს მეტი ინფორმაცია რუკის ელ. ვერსიაში.

იგეგმება ბეჭდური რუკის მცირე ვერსიის მომზადებაც, რომელიც გავრცელდება სკოლებში.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის ორივე – ბეჭდური და ელ. ვერსია გარდა იმისა, რომ თვალნათლივ აჩვენებს დაინტერესებულ საზოგადოებას კავკასიის ბუნების მრავალფეროვნებას, სკოლების საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი შეიძლება გახდეს, რადგან მისი საშუალებით ბიოლოგიის მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ ხალისიანად, თვალსაჩინოდ და მარტივად აუხსნან მოსწავლეებს ამა თუ იმ სახეობის შესახებ ახალი მასალა. მოსწავლეებმა კი გამოიყენონ რუკა ამა თუ იმ მასალის მომზადებისას.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” პროექტის მხარდაჭერით. 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება მიღება, რომელზეც ასევე აღინიშნება National Geographic Magazine – საქართველოს 7 წლის იუბილე.

——————–

მისამართი: შოთა რუსთაველისგამზირი 3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმისცენტრალურიშემოსასვლელი.