სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო პენელოპა კრუსს გადასცეს

432

კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მსახიობმა პენელოპა კრუსმა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო მიიღო. იგი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.

პენელოპამ თავის სამადლობელ სიტყვაში მსოფლიოში არსებულ ოჯახური ძალადობის საკითხს შეეხო. მან მოუწოდა ქალებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ძალა, რომ პრობლემის არსებობის შესახებ ყველას დროულად გააგებინონ.