სან–ფრანცისკოს განათლების საკითხთა კომიტეტმა გადაწყვიტა ერთ–ერთ სკოლაში არსებული, ვიქტორ არნაუტოვის ფრესკები გადაღებოს.
საუბარია 13 ფრესკაზე, რომლებიც არნაუტოვმა 1936 წელს სკოლის შენობაში დახატა. ისინი აშშ–ის პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებს ასახავდა. ერთ–ერთ ეპიზოდში პრეზიდენტი გამოსახულია, მის მფლობელობაში მყოფ ფერადკანიან მონებთან და მოკლულ ინდიელთან ერთად.
კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ არნაუტოვის ფრესკები შეურაცხყოფს აფროამერიკელებსა და ინდიელებს, რის გამოც 13 ფრესკა უნდა გადაიღებოს.
შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ, ფრესკების დასაცავად პეტიციას ხელი 400–ზე მეტმა მხატვარმა, მწერალმა და პედაგოგმა მოაწერა.
“ფრესკების განადგურებით, თქვენ არამხოლოდ სკოლის ისტორიას ანადგურებთ – არამედ ანადგურებთ თავად სიმართლეს. სიმართლე კი იმაშია, რომ ჯორჯ ვაშინგტონს არ ებრალებოდნენ აბორიგენები და ის მონათმფლობელი იყო”, – განაცხადა ტომ ტამაკას უხუცესმა.