სარდაფში ნაპოვნი პაბლო პიკასოს ესკიზი აუქციონზე გაიყიდა

528

ესკიზი, რომლის ავტორობასაც პაბლო პიკასოს მიაწერენ, შტატ მენის ერთ–ერთო საცხოვრებელი სახლის საკუჭნაოში იპოვნეს. ჩანახატი აუქციონზე 150 ათას დოლარად გაიყიდა. ვაჭრობა, რომელსაც სააუქციონო სახლი John McInnis Auctioneers კურირებდა, შტატ მასაჩუსეტსში გაიმართა. მყიდველის ვინაობა არ სახელდება.

ესკიზი 1919 წლით თარიღდება და კატალოგის თანახმად, ეს მხატვრის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ნამუშევრის, დიაგილევის ბალეტის “სამკუთხედის” ეტიუდის მაკეტია.

როგორც ანონიმიმ მფლობელი აცხადებს, ესკიზი მისი ბებიის სახლში აღმოაჩინეს, როცა საკუჭნაოს ალაგებდნენ.

სააუქციონო სახლის აღნიშვნით, მიუხედავად იმისა, რომ ეტიუდის ავტორი სავარაუდოდ პიკასოა, ავტორობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია.