საფრანგეთში საზეიმო ფოიერვერკი აღარ ჩატარდება

538

საფრანგეთის ქალაქების ხელისუფლებებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის თანახმადაც 14 ივლისს, ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნისას, ტრადიციული ფოიერვერკი კორონავირუსის პანდემიის გამო აღარ გაიმართება.

გავრცელებული ინფორაციით შოუ აღარ გაიმართება ისეთ ქალაქებში როგორებიცაა ნანტი, ნანსი, ბრესტი, ლიმოჟი, ლილი და სხვა.

“გადავწყვიტეთ მოსახლეობა რისკის ქვეშ არ მოვაქციოთ”, – განაცხადა ლიმოჟის მერმა.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ფოერვერკი პარიზში, ელისეის მინდვრებზე გაიმართება.