ევროვიზიაზე საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს. გახსნის ცერემონიაზე ოთო ნარინჯისფერ ხალიჩაზე გუნდთან ერთად წარსდგა. მომღერალმა წამყვანთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროვიზიამ მისი ცხოვრება შეცვალა. მოსწონს გარემო და საზოგადოება. ოთოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარმატების იმედი აქვს.
საქართველო პირველ ნახევარფინალში მე-11 ნომრად წარსდგება. ქართველი მომღერლები შეასრულებენ რომან გიორგაძის სიმღერას სახელწოდებით – „სულ წინ იარე“.
უნდა აღინშნოს, რომ სასცენო დადგმაზე 1 არხის რეჟისორმა ირაკლი გოქაძემ იმუშავა. სასცენო ფონებიც სპეციალურად სიმღერის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელში დამზადდა. ოთო ნემსაძისა და ანსამბლ შავნაბადას წევრების სასცენო იმჯზე კი ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა გიორგი შაღაშვილმა იზრუნა.
41 ქვეყნის დელეგაცია თელ-ავივში უკვე 10 დღეა იმყოფება. მათ გაიარეს რამდენიმე რეპეტიცია. თელ-ავივის საზოგადოებრივ არენაზე ორი ნახევარ ფინალი და ფინალი ჩატარდება. ევროფესტივალის გამარჯვებული შაბათს გამოვლინდება.