საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხატვის ფესტივალით აღნიშნავს.
15:00 საათზე, ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ქუჩის მხატვრობის (street art) ფესტივალს და ეროვნული გალერეის სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას გალერეის ეზოში, ღია ცის ქვეშ.
საფესტივალო სივრცეში მონაწილეები იმუშავებენ სხვადასხვა ფორმატსა და მასალაში: საღებავითა და პასტელებით იმუშავებენ მიწაზე გაშლილ გრძელ პანოებსა და ასევე გალერეის ფასადზე დამაგრებულ დიდი ზომის პანოებზე. მონაწილეები დახატავენ იმ ნამუშევრების ინსპირაციით, რომლებიც ამჟამად ეროვნულ გალერეაშია წარმოდგენილი.
ფესტივალის ჩატარების დრო: 1 ივნისი | 15:00 საათი | 2019
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11.
მონაწილეობა თავისუფალია.