საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე 31 ივლისს გამოვლინდება

1134

31 ივლისს, 15:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოვლინდება საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 5 ქართული ფილმია წარმოდგენილი:

ნინო ჟვანიას “აღლუმი”

მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”

დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”

გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”

დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”

გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს. კომისიის წევრები არიან:

გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი

ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”

სულხან თურმანიძე – პროდიუსერი

ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი

ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი

სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი

გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი

არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი

თემურ ჩხეიძე – რეჟისორი

ნატა მურვანიძე – მსახიობი

გამარჯვებული ფილმი ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.