საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია და ბრიტანული კომპანია Media IP Rights ხელშეკრულებას გააფორმებენ

652

2019 წლის 27 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA) და ბრიტანული კომპანია Media IP Rights ურთიერთწარმომადგენლობით ხელშეკრულებას გააფორმებენ.

კომპანია Media IP Rights მომიჯნავე უფლებების საკმაოდ ვრცელ კატალოგს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს, რომელიც მოიცავს ხელოვნების ყველა დარგს. დღეიდან კომპანიის საკუთრებაში არსებულ კატალოგებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს GERA, რომელიც Media IP Rights-ის ერთადერთი პარტნიორია რეგიონში.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ GERA-ს გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი და კომპანია Merdia IP Rights-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი სტივ დანიელი.

მისამართი: კოსტავას 37/39 (გრატო პასაჟი) მე-7-ე სართული

საკონტაქტო პირი: სალომე კასრაძე 599601768