საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, 1 აგვისტოს მეტრო 00:00 საათამდე იმუშავებს

694

თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პირველ აგვისტოს უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი თბილისის “დინამოსა” და “გაბალას” შორის, დინამო არენაზე, 21:00 საათზე გაიმართება.

მერიის განცხადებით, მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბანში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნება.

თბილისის “დინამოსა” და “გაბალას” პირველი შეხვედრა აზერბაიჯანში ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.