თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, იაპონელი პიანისტი კასუმიბაროუქი და დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ბათუმში, ფოთში, თბილისსა და თელავში კამერული მუსიკის კონცერტებს გამართავენ.
ორგანიზატორების ცნობით პროგრამაშია:
ე. გრიგი – კვარტეტი სიმებიანი ინსტრუმენტებისთვის N 1, სოლ მინორი, თხზ. 27;
ი. ჰაიდნი – საფორტეპიანო კონცერტი რე მაჟორი, HOB XVIII:11.
კონცერტები გაიმართება:
5 ივნისი, ოთხშაბათი, 19:00 – ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა;
6 ივნისი, ხუთშაბათი, 19:00 – ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნები სასწავლებელი;
8 ივნისი, შაბათი, 19:00 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი;
9 ივნისი, კვირა, 16:00 – თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.