საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით კამპანია #VisitGeorgia დაიწყეს

918

საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ კამპანია #VisitGeorgia დაიწყეს.

ამასთან დაკავშირებით კი ლატვიელმა ბლოგერმა ალექსანდრ ალიმოვმა20 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა.ვიდეოში იმერეთის, აჭარისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი.

ბლოგერმაგადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.