საქართველოში „ფორსაჟის“ მორიგ ეპიზოდებს ვერტმფრენიდანაც გადაიღებენ

1083

„ფორსაჟის“ მორიგი ეპიზოდების გადასაღებად საავიაციო სამუშაოების ნებართვა ვერტმფრენს მიენიჭა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოში, ჰოლივუდის ცნობილი ფილმის “Fast and Furious 9”-ის მორიგი ეპიზოდების გადაღება, უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენითაც განხორციელდება.

საჰაერო კინოგადაღება ბელგიური ავიაკომპანია „Heli and Co SA“-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება.

ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.