თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ვერდის ფესტივალის მასპინძელი გახდება.
საქართველოს ოფიციალურად ეძლევა უფლება ჩაატაროს ვერდის ფესტივალი. სპექტაკლები არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართება.
ასევე, 2019 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლები პარმაში ვერდის ფესტივალზე შედგება.
ფესტივალი გახსნის კონცერიტი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის ” ბალ მასკარადი” 16 აგვისტოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
23 აგვისტოს კი შეკვეთილში, “ბლექ სი არენაზე” წარმოდგენილი იქნება ვერდის “აიდა”რომელსაც შეასრულებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები.