საქართველო-ჩინეთის კულტურის და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა

607

თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველო-ჩინეთის კულტურის და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

ფორუმზექართველმა და ჩინელმა წარმომადგენლებმა თანამშრომლობის გზები განიხილეს. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთის პერსპექტივებზე, გამოწვევებსა და მიზნებზე კულტურის, განათლების და კულტურული ტურიზმის მიმართულებით.