საქსტატის მონაცემებით მუზეუმებში დამთვალიერებელთა რაოდენობა 10.7%-ით გაიზარდა

805

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა და 2114.7 ათასი ადამიანი შეადგინა.

ამასთან, ერთ მუზეუმზე საშუალოდ 8527 დამთვალიერებელი მოდიოდა. იმავე პერიოდში 7.1%-ით გაიზარდა მუზეუმებში ექსკურსიების, ხოლო 6.5%-ით გაიზარდა გამოფენათა რაოდენობა და 1146 ერთეული შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 248 მუზეუმი ფუნქციონირებდა, საიდანაც 98 ერთეული (39.5%) მემორიალური, 71 (28.6%) ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), ხოლო 2 მათგანი ლიტერატურული იყო. აღნიშნული მუზეუმების 23.4% (58 ერთეული) ქ. თბილისშია განთავსებული, 14.9% (37 ერთეული) იმერეთის რეგიონში, 13.7% კი (34 ერთეული) კახეთში.