თბილისის ცენტრალურ თეატრალურ დარბაზებში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2019 წლის 19 ოქტომბერს გაიხსნება.
ფესტივალის დაარსებიდან 22-ე წელიწადს თეატრისა და ხელოვნების მოყვარულებს, საშუალება ექნებათ გაეცნონ უმაღლესი ხარისხის სახელოვნებო მიღწევებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდერობას ჰქმიან და ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას.
ფესტივალი „საჩუქარი“ აერთიანებს ხელოვანებს, ხელოვნების მოყვარულებს, მოგზაურებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ყოველ შემოდგომაზე, რაც თავის მხრივ ქართულ აუდიტორიას, მსოფლიო დისკუსიის მნიშვნელოვან მონაწილედ აქცევს.
ფესტივალი 19 ნოემბერს დასრულდება.