Apple Watch-ის ქართველი სახე, მსახიობი ვიკა კალანდია ბრიტანელი რეჟისორის პიტერ ვებერის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა ფეისბუქზე გაავრცელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ფილმში და რა როლი შესთავაზა რეჟისორმა. პიტერ ვებერი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: Girl with a Pearl Earring, Hannibal Rising და Pickpockets. გარდა ამისა, მას გადაღებული აქვს არაერთი პოპულარული სერიალის რამდენიმე ეპიზოდი, ამჯერად კი ახალ შოუს ნეტფლიქსისთვის იღებს. ამავე შოუში ეპიზოდურ როლს ასრულებს ვიკა კალანდიაც.