სემ შპიგელის კინო-ლაბორატორიის ორივე ჯილდოს მფლობელი ქართული კინოპროექტი გახდა

548

ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის პროექტი “მეოთხე ბრაიტონი” მონაწილეობდა სექცია workinprogress – ში ორი ჯილდო იყო დაწესებული და ორივეს მფლობელი ქართული კინოპროექტი გახდა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  

ლევან კოღუაშვილს გადაეცა ჟიურის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი და ფრანგული სადისტრიბუციო კომპანია ARP Selection -ის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ARP Selection-მა ფილმის ფრანგული კინოგაქირავების უფლებები მოიპოვა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი ამერიკელი და ევროპელი პროდიუსერები, ფესტივალებისა და კინოკომპანიების დირექტორები, მათ შორის სანდენსის კინოფესტივალის დირექტორი კიმ იუტანი და Sony Picture Classic-ის წარმომადგენელი მაიკლ ბარკერი.