სერენა უილიამსმა ჟურნალ Sports Illustrated–ის ყველაზე გემოვნებიან სპორტსმენებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
“მთელი ცხოვრებაა მიჭირავს ბალანსი მოდასა და ჩოგბურთს შორის. რითაც არ უნდა ვიყო დაკავებული, მინდა უნიკალური ვიყო. 2000–იანი წლების დასაწყისში ფლორიდის ხელოვნების ინსტიტუტში მოდას ვსვწალობდი. რა თქმა უნდა, სპორტთან შეთავსება რთული იყო. მაგრამ მაშინაც ვამბობდი, რომ შევქმნი ტანსაცმლის ჩემს ბრენდს აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის მქონე ხალხისთვის. თუ მოდურ ტანსაცმელს ატარებთ, მუდამ მოიძებნება ის, ვინც გაგაკრიტიკებთ. ეს ნორმალურია, ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ განსხვავებული აზრი”, – განაცხადა სერენა უილიამსმა.