ამერიკელი მსახიობი მაქს ვრაითი გარდაიცვალა. ის ცნობილ სერიალში „ალფი“ მთავარ როლს ასრულებდა. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
75 წლის მსახიობი კიბოთი გარდაიცვალა. ექიმებმა ვრაითს დიაგნოზი ჯერ კიდევ 1995 წელს დაუსვეს.
მაქს ვრაითი„ალფში“ უილი ტენერის როლს ასრულებდა. ეს სერიალი NBC-ზე 1986 წლიდან 1990 წლამდე გადიოდა.