სერიალ „ბეჭდების მბრძანებლისთვის“ მსახიობებს არჩევენ. უკვე ცნობილია, რომ უილ პოულტერი კომპანია Amazon-ის სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
Variety-ის ინფორმაციით Amazon ასევე ავსტრალიელ მარკელა კავენასთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც განასახიერებს პერსონაჟს სახელად ტირა.
სერიალს, რომელსაც სავარაუდოდ ახალ ზელანდიაში გადაიღებენ, მისი სიუჟეტი ამ დრომდე უცნობია. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით $ 1 მილიარდი იქნება.