სერიალ „დაუნტონის სააბატოს“ თაყვანისმცემლებისთვის ჰაიკლერის ციხე-დარბაზი გაიხსნება

444

ჰაიკლერის ციხე-დარბაზი, სადაც პოპულარულ სერიალ „დაუნტონის სააბატოს“ იღებდნენ, A‌i‌r‌b‌n‌b-ის მომხმარებლებისთვისა და სერიალის თაყვანისმცემლებისთვის ერთი ღამით გაიხსნება. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ციხე-დარბაზის დაქირავება მხოლოდ ერთი ღამით, 26 ნოემბერს იქნება შესაძლებელი. შეზღუდულია სტუმრების რაოდენობაც. ციხე-დარბაზი მხოლოდ 2 ადამიანის მიიღებს.

გავრცელებული ცნობით, სტუმრები ციხე-დარბაზის მფლობელებს ლორდ და ლედი კარნარვონს გაიცნობენ და ვახშამს დაესწრებიან. მეორე დღეს კი ჰაიკლერში ექსკურსია ჩაუტარდებათ. ვიზიტის ბოლოს სტუმრები კარნარვონებისგან სამახსოვრო საჩუქრებსაც მიიღებენ.

A‌i‌r‌b‌n‌b განცხადებების მიღებას 1 ოქტომბერს დაიწყებს. ვიზიტის საფასური კი £150 ფუნტია. აქცია ფილმ „დაუნტონის სააბატოს“ გამოსვლას უკავშირდება.