სერიალ „მეგობრების“ მსახიობი ჯეიმს მაიკლ ტაილერი სიმსივნეს ებრძვის

568

სერიალ Friends-ის ერთ-ერთი მსახიობი, ჯეიმს მაიკლ ტაილერი სიმსივნეს ებრძვის. დაავადება პროგრესირებადია და ახლა მეოთხე სტადიაზეა. მსახიობი ქიმიოთერაპიის კურსს გადის. როგორც ირკვევა მას ეს დაავადება 2018 წელს დაუდგინეს და პანდემიის გამო შეწყვეტილმა მკურნალობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა.

ცნობისთვის, ტაილერი Friends-ში კაფე Central Perk-ის მიმტანისა და მენეჯერის, გუნთერის როლს ასრულებდა.