სერ როდ სტიუარტი კიბოსგან სრულად განიკურნა

1461

3 წლიანი მკურნალობის შემდეგ, 74 წლის როკ ლეგენდამ პროსტატის კიბო დაამარცხა. ამის შესახებ მან, პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საჯაროდ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მუსიკოსმა განაცხადა, რომ მკურნალობა დროულად დაიწყო და სხვა მამაკაცებსაც ამას მოუწოდებს.

სერ როდ სტიუარტი ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია, რომელსაც მსოფლიოში გაყიდული აქვს 100 მილიონი ჩანაწერი.