სეფოს გამოცანები – ასე ჰქვია თენგიზ სეფიაშვილის გამოფენას, სადაც
მხატვარმა, არქიტექტორმა და დიზაინერმა თავის ბოლო წლის ნამუშევრებს მაყურებელს წარუდგინა. გამოფენა ექსპო ჯორჯიაში იმართება და მისი დათვალიერება 20 სექტემბრის საღამოს 6 საათამდე შეგიძლიათ.
სეფოს ნამუშევრები თავსატეხია როგორც თვალისთვის, ისე გონებისთვის. კაშკაშა, ქიმიური ჟღერადობის სიურრეალისტური სურათების დეტალები ერთმანეთთან საინჟინრო ლოგიკით არიან დაკავშირებული, უმეტესად კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ილუსტრაციებს ჰგვანან შავ-თეთრი და სქემატური მანქანა-მონსტრების ასოციაციებით.
































