ჩვენი კოლაბორაცია მოიცავს სხვადასხვა მედიუმს: არქიტექტურას, აუდიო–ვიზუალურ ხელოვნებს, სკულპტურას და მათ სინთეზს თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიებთან. ეს ერთობა ქმნის თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურ მოგზაურობას ტვინის შემადგენელი ნეირონების ლაბირინთში, რომელიც სიზმარში განცდილი შეგრძნებების მიხედვით შევქმენით.

“სიზმარი” შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაციაა, რომელშიც შენი ცნობიერება თავად ხდება შემოქმედი. გზა რომელსაც გაივლი შენზეა დამოკიდებული. ნეირონების ლაბირინთი მაშინვე ცოცხლდება, როგორც კი მასში მოხვდები. ის შენს ყოველ მოქმედებას სხვადასხვა ფორმით ეხმაურება. ბგერები, განათება, დეკორაციები შენს მიერ გაკეთებულ არჩევანზე და უნიკალურ ქმედებაზე რეაგირებს. შენ იმოგზაურებ ქვეცნობიერის, მეხსიერების და ფანტაზიის სივრცეებში, რომლებიც ერთმანეთთან ჩახლართული დერეფნებით არის დაკავშირებული.

ბესო კაჭარავა / გიორგი კობერიძე / გიორგი ზაუტაშვილი / გიორგი მურღულია / დოდო ჩხეიძე / თემო მაჭავარიანი / ლევან აბრამიშვილი / ლიზა რომანოვსკაია / ნიკოლოზ კაპანაძე / ზვიად მღებრიშვილი / ჯარა მამალაძე





