„საქართველოს ჩემპიონატი 2019“ თმის, ვიზაჟისა და მანიკიურის მიმართულებით, 6 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა. ჩემპიონატზე, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან 100-მდე კონკურსანტი დარეგისტრირდა. მონაწილეობას იღებდნენ ასევე, უკრაინის სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეებიც.
სილამაზის სფეროში, საუკეთესოების გამოსავლენად „გარდენ ჰოლში“ კონკურსი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 16 ნომინაციაში გამარჯვებულები, საერთაშორისო კატეგორიის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურმა გამოავლინა, ასევე დაასახელეს წლის სტილისტი, ვიზაჟისტი, მანიკიურის სპეციალისტი და წლის სალონი.
ჩემპიონატი, საქართველოს სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, წლევანდელი კონკურსის მონაწილეების პროფესიონალიზმის დონე საგრძნობლად გაუმჯობესებულია. თამარ შარაშენიძემ სილამაზის სფეროში მომუშავეებს, შემდეგ წლებში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს. თითოეულ მათგანს შანსი აქვს გაემგზავროს პარიზში, მსოფლიო ჩემპიონატზე.
გთავაზობთ სხვადასხვა ნომინაციებში წარდგენილი ნამუშევრების ფოტო კოლაჟს.
ნომინაცია – „ფანტაზიური ვარცხნილობა“

ნომინაცია – „ფანტაზიური მანიკიური“

ნომინაცია – „საქორწილო ვარცხნილობა“


ნომინაცია – „კრეატიული ღებვა“
