“სიმფსონები” შესაძლოა არასოდეს დასრულდეს?

187

როგორც ანიმაციური სერიალის “სიმფსონების” სცენარისტმა და პროდიუსერმა მაიკ რეისმა განაცხადა, შოუ, რომელიც ეთერში 1989 წლიდან გადის შესაძლოა მუდმივიც იყოს.

“სერიალში საუბარია იმ მოვლენებზე, რომლებიც მსოფლიოში ხდება. ამიტომ შოუზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ყველა მოვლენა ამოვწურეთ. ყველაფერი, რაც მსოფლიოს და ხალხს ეხება უნდა გაგრძელდეს. რატომ უნდა შევაჩეროთ? შოუ შეიძლება მუდამ გრძელდებოდეს”, – აცხადებს რეისი.