სკორსეზემ “ირლანდიელში” ფილმ “ნათლიადან” სცენები გამოიყენა

939

ფილმ “ირლანდიელის” გადაღებისას მარტინ სკორსეზეს კრიმინალური დრამის “ნათლიას” სცენების გამოყენება მოუწია. საქმე იმაშია, რომ ფილმის ისტორია რამდნეიმე ათწლეულს ასახავს და რეჟისორს სურდა მაყურებელს პერსონაჟების ახალგაზრდობა ენახა. სხვა პერსონაჟების “გაახალგაზრდავება” კომპიუტერული ტექნოლოგიებით გახდა შესაძლებელი, ხოლო მთავარი პერსონაჟის, რომელსაც რობერტ დე ნირო განასახიერებს, შემთხვევაში კი სკორსეზემ გადაწყვიტა “ნამდვილი” კადრები გამოეყენებინა.

აღსანიშნავია, რომ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების გამო, “ირლანდიელი” რეჟისორის კარიერაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი გახდა.

ფილმის პრემიერა 27 სექტემბერს ნიუ–იორკის კინოფესტივალზე შედგება.