მაია სირაძე მეტსახელად „სმაკი“ დიზაინერია, რომელი ყველასგან განსხვავებულ სამოსს და სტილს, უკვე რამდენიმე წელია ქმნის. მისი კოლექციები ყოველთვისნ არაორდინალურობით და ფერების საოცარი თამაშიც გამოირჩევა. „სმაკი“ საქართველოს საზღვრებსაც გაცდა და არაერთი წარმატებული კოლექციას წარმოგვიდგინა. უფრო მეტს თავად მისი ინტერვიუდან გაიგებთ.
– სმაკი შენს ნამუშევრებს ყველასგან გამოარჩევ, გაქვს ძალიან ფერადი და არაორდინალური სტილი.. რამდენად ეგუება და მოწონს ქართველ მომხმარებელს ფერები?
– საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით ჩაშავებულები და ახლა როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, საზოგადოება გაფერად და, ყველას სურს გამოიყურებოდეს ფერადად, არაორდინალურად, საკმაოდ დიდი მომხმარებელი მყავს საქართველოდან და მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს.

– შენ თვითონ თუ იცვამ მუქ ფერს, იშვიათად მაინც?
– კი უკვე ბოლო რამოდენიმე წელია გავმუქდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ ვიცვამ ფერადებს, ან თუ სულ შავი მაცვი ააქსესუარებით ვასტაბილურებ. შავი ფერი ძალიან შემიყვარდა ისიც იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ გახსოვთ კიდეც როგორი ფერადი ნამუშევრები მქონდა და ახლა მთელი ეს ფერადობები გაერთიანდა და შავ ფერად იქცა, ზუსტად ამიტომ ძალიან მიყვარს შავი ფერი , რაც კი რამე ფერი არსებობს ყველაფერია მოთავსებული შავში.

– რამდენი წელია, რაც ამ სფეროში ხარ
– დაახლოებით 2011 წლიდან, რაც სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მაგრამ ასეთი აქტიური არ ვიყავი ახლა როგორიც ვარ და როგორც ვმუშაობ .

– როგორც ვიცი არაერთ დიდ ქვეყანაში იყავი მიწვეული, სად შედგა შენი ჩვენებები?
– რა თქმა უნდა, ბერლინი. ბერლინი , ბერლინი. . . ბერლინს ვუყვარვარ მე, და ზუსტად ამიტომ მიყვარს მეც ბერლინი.

– რის შეცვლას ისურვებდი ქართული მოდის ინდუსტრიაში ?
– მე მოდა და ფეშენი არ ვარ და ამის შესახებ რატომღაც არ ვფიქრობ . ჩემი ინტერესები მოდისგან შორს არის, მაგრამ რამე უნდა ვქნა და “გადავაკვეთინო” გზები. მაინც ამის წარმომადგენელი ვარ, ვერაფერს ვიზამ.

– მოდი შენც კოლექციებზე მოგიყევი. თუ გყავს ინსპირაციის წყარო? თუ გაქვს რაიმე ამოჩემება და რა დროს უთმობ სამოსის შექმნას?
– ინსპირაცია მხოლოდ ჩემი შინაგანი მდგომარეობაა. ის მდგომარეობა, როცა გადმოდის მატერიებზე, მერე ჩნდება თუ რა მინდა, რისი განწყობა მაქვს. ცოტა ხნის წინ მქონდა აფრიკელი ქალი ინსპირაციად, ესეც უბრალოდ ემოცია იყო, უბრალოდ არ ამიღია და არ გამიკეთებია, მე მივდივარ შინაგანად რაღაც ემოციამდე და მერე ჩნდება ყველაფერი. ალბათ ჩემი ინსპირაცია ჩემივე შინაგანი სამყაროა.

– სად შეიძლება, რომ შეიძინონ შენი ტანსაცმელი დაინტერესებულმა და სიჭრელის მოყვარულმა ადამიანებმა?
– ჩემი სახელოსნო მდებარეობს გოგებაშვილის ქუჩაზე 22 ნომერში. მომხმარებელს შეუძლია როგორც მოსვლა ასევე ონლაინ შეძენა Instagram-ზე და Facebook-ზე .
– აუცილებლად გვიამბე შენი სამომავლო გეგმების შესახებ.
– სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მხოლოდ ერთს გაგიმხელთ, ახლა ვამთავრებთ კოლექციას, რომელსაც ვაგზავნითკანადაში, კერძოდ, ვანკუვერში და იქ გაიყიდება მაღაზიაში ჩემი „სმაკები“.