სოფი ლორენი თავისი შვილის, ედოარდო პონტის ფილმში “მთელი ცხოვრება წინაა” ითამაშებს. ფილმი რომენ ჰარის წიგნის ეკრანიზაციაა, სადაც ლორენი მადამ როზას განასახიერებს.
ბოლო 10 წლის მანძილზე სოფი ლორენისთვის ეს პირველი პროექტია. მისივე თქმით, ფილმში ის “გამოხატავს ემოციებს იმგვარად, რომ გააოცებს მაყურებელს”. ასევე მსახიობმა აღნიშნა, რომ შვილთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.