ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი სტენლი კუბრიკი 1954-1956 წლებში სამი ფილმის სცენარზე მუშაობდა. აქამდე უცნობი ჩანაწერები კუბრიკის არქივში დღეს მიიტანეს.
სამი ნამუშევარი: “დაქორწინებული მამაკაცი”, “იდეალური ქროწინება” და “ეჭვიანობა” მცირე ზომის ბეჭდური ტექსტებია, რომლებსაც უამრავი შენიშვნა ფანქრით აქვთ მიწერილი. სამივე ფილმის სიუჯეთი ქორწინებას, ეჭვიანობას და ღალატს აღწერს.
“ეს არის აქამდე უცნობი მასალები. ისინი მის სახლში ინახებოდა და ჩვენ გადმოგვეცა. კუბრიკს ამ პროექტების განხორციელება სურდა, თუმცა ვერ მოახერხა”,– განავცადა კუბრიკის შემოქმედების სპეციალისტმა ნეითან აბრამსმა.