სტენ ლის ყოფილი მენეჯერი დააპატიმრეს

1798

კომიქსების ავტორის სტენ ლის ყოფილი მენეჯერი კია მორგანი დამსაქმებლის ფულადი სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, მორგანმა ისარგებლა მწერლის გაუარესებული ჯანმრთელობით და 262 ათასი დოლარი მიითვისა, რომელიც ლიმ 2018 წლის მაისში ავტოგრაფების დარიგებით გამოიმუშავა.

ასევე, კომიქსების ავტორის ქალიშვილის, ჯოან სელია ლის განცხადებით, მორგანი არ აძლევდა ლის საშუალებას შეხვედროდა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.