ხმის ჩამწერი სტუდია Muscle Shoals დამფუძნებელი გარდაიცვალა. პროდიუსერი და გიტარისტი ჯიმი ჯონსონი 76 წლის იყო. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ჯიმი ჯონსონმა მუსიკალური კარიერა 1960 წელს დაიწყო. შემდეგ კი სტუდია Muscle Shoals დაარსა და პროდიუსერის ფუნქციაც შეითავსა.
მუსიკოსი არის რამდენიმე კომპოზიციის თანაავტორი, როგორიცაა You Gotta Move და Rolling Stones, Wild Horses და Brown Sugar კომპოზიციები.