სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სცენარისტ მარკ ლენდისს რვა ქალი ადანაშაულებს. სამი დაზარალებულის თქმით, ლენდისი მათ რეგულარულად ახრჩობდა. კიდევ ორმა ქალმა გადასაღებ მოედანზე გაუპატიურების ფაქტების შესახებ ისაუბრა.
ამავე დროს, რეჟისორმა ჯოშ ტრანკმა, რომელიც ლენდისთან ერთად მუშაობდა, განაცხადა, რომ ყველა ბრალდების სჯერა.
“მე მას გადასაღებ მოედანზე გამოჩენა ავუკრძალე და 2012 წლიდან არ ველაპარაკები”, – განმარტა რეჟისორმა.