ტარანტინოს “ერთხელ ჰოლივუდში” შესაძლოა მისი ბოლო ფილმი იყოს

1230

ფილმი “ერთხელ ჰოლივუდში”, შესაძლოა რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს კარიერაში ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდეს.

“მგონია, რომ კინოთეატრებისთვის განკუთვნილ ფილმებში, ჩემი გზა სრულად გავიარე. წარმომიდგენია, რომ წიგნებს დავწერ ან თეატრისთვის ვიმუშავენ. უბრალოდ ვთვლი, რომ კინო–ფილმებს მივეცი ყველაფერი რაც მქონდა”, – აცხდებს ტარანტინო.