ტეილორ სვიფტის მე-6 ალბომმა ახალი რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
Billboard-ის მონაცემებით, ალბომი სახელწოდებით – „Lover“, მხოლოდ ერთ კვირაში 867,000 ცალი გაიყიდა. სვიფტის წინა რეკორდი 679,000 ალბომი იყო.
გარდა ამისა, ტეილორ სვიფტი პირველი ქალი მომღერალია, რომელმაც ექსვსივე ალბომი გამოშვებიდან პირველივე კვირაში 500 000 ცალზე მეტი გაყიდა.
ტეილორ სვიფტმა თავის ფანებს ასეთი მხარდაჭერისთვის, სოციალური ქსელით მადლობა გადაუხადა.