ტეილორ სვიფტმა და სტელა მაკარტნიმ თანამშრომლობა დაიწყეს

1033

ტეილორ სვიფტმა და სტელა მაკარტნიმ თანამშრომლობა დაიწყეს. ინფორმაციას ჟურნალი Vogue ავრცელებს.

კოლექცია ნათელი და მხიარულია. შექმნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის, მომღერლის ფოტოების პრინტითა და სიმღერების ტექსტებით.

ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი კოლექციის პრეზენტაცია 22 აგვისტოს ტეილორ სვიფტის YouTube Live-ის განმავლობაში გაიმართება.