ტერმინატორის ახალი სერიის თიზერი გამოქვეყნდა

599

პროდუსერმა ჯეიმს კემერონმა და რეჟისორმა ტიმ მილერმა ახალი ფილმის, “ტერმინატორი: ბნელი ბედისწერა”–ს თიზერი წარმოადგინეს.

კემერონმა ფილმის სცენარი დაწერა, ხოლო ლინდა ჰამილტონი სარა კონორის როლს დაუბრუნდა. ასევე ახალ ფილმში არნოლდ შვარცნეგერსაც იხილავთ – ის ჭაღარა წვერით წარსდგება მაყურებლის წინაშე.