„ტერმინატორის“ მეექვსე ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა

1299

„ტერმინატორის“ მეექვსე ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა. მეექვსე ნაწილის „ტერმინატორი: ბნელი ბედი“ (Terminator: Dark Fate) რეჟისორი ტიმ მილერი, პროდიუსერი კი ჯეიმს კემერონია, რომელმაც „ტერმინატორის“ პირველი ორი ნაწილი გადაიღო.

ფილმის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილების მოვლენებს არ ითვალისწინებს და პირველი ორი ფილმის გაგრძელებას წარმოადგენს.

„ტერმინატორის“ მეექვსე ნაწილში მთავარ როლებს ლინდა ჰემილტონი, მაკენზი დევისი და არნოლდ შვარცენეგერი ასრულებენ.