თანამედროვე ხელოვნებაში ერთ–ერღტი ყველაზე პრესტიჟული პრემიის ნომინანტთა სია ცნობილია.
ლაურეატებს შორის არიან: დემიენ ჰერსტი, ანიშ კაპური, სტივ მაკქუინი და ტრეისი ემინი.
წელს ნომინანტთა შორის მოხვდნენ: ოსკარ მაურილიო, ლოურენს აბუ ჰამდანი, თაი შანი და ჰელენ ქამოკი.
“ჩვენი დროის მხატვრები ძალიან გულახდილები არიან. ისინი ღიად საუბრობენ უსამართლობისა და უფლებების შესახებ”, – აცხდებს პრემიის კურატორი როუან ჰედისი.
კანდიდატების გამოფენის ხილვა ტერნერის თანამედროვე ხელოვნების გალერეაშია შესაძლებელი. გამარჯვებული კი 3 დეკემბერს გამოვლინდება.